სხვისი ცოლი ვარ კვლავ
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელიცლიცები,
ისევ შორიდან მკლავ,
ო, რა ტყუილად დაგიქადნია,
მე მოგიკლავო ქმარს.
შენი სიტყვები,
შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.
სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას.
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი სახნისით ვხნავ. . . .
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ
გთხოვ დამივიწყო აღარ გამოჩნდე
შენი აქ ყოფნა მკლავს
________
თინათინ ჯიქია
Комментариев нет:
Отправить комментарий