ქალაქური
ხინკალი
გზას ფურშეტებზეც იკვლევს
ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი - ხინკლის ფურშეტი . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია https://fmgroup.ge/ მზარეულების კონსულტაციით
ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი - ხინკლის ფურშეტი . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია https://fmgroup.ge/ მზარეულების კონსულტაციით
ინგრედიენტები
ცომისთვის:
•
ფქვილი – 300 გ (სასურველია უმაღლესი
ხარისხის)
•
წყალი – 120 მლ
•
მარილი – 5 გ
ინგრედიენტები
გულსართისთვის:
• საქონლის ხორცი – 90 გ
•
ღორის ხორცი – 90 გ
•
ხახვი – 30 გ
•
დაღერღილი წიწაკა, პილპილი,
კვლიავი
• მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: დაასხით ფქვილს ცივი წყალი დააყარეთ
მარილი და მოზილეთ რაც შეიძლება მაგარი ცომი. გამოშრობისგან დასაცავად შეფუთეთ და გააჩერეთ. 1 საათის შემდეგ ხელახლა გადაზილეთ, ისევ შეფუთეთ და ისევ გააჩერეთ. აღნიშნული პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ (მეტჯერ გამეორება უმჯობესია). იმისათვის,
რომ მოესწროს ცომის რამდენჯერმე გადაზელვა უმჯობესია ცომი წინა საღამოს მომზადდეს ან
დილას ადრე სასურველია, ასეთი პროცედურებით მომზადებული ცომი ელასტიკური და პრიალაა.
შემდეგი ეტაპი:
გამზადებული ცომი გადმოიღეთ დაფაზე და გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფირფიტად. შემდეგ ამოჭერით მრგვალ ფორმებად
ამოჭერით და სათითაოდ გააბრტყელეთ. სასურველია, პატარა ფირფიტები
სასურველია იყოს 1-2 მმ სისქის . ფირფიტაზე
სათითაოდ დადეთ გულსართი, მოახვიეთ ქისისებურად და თავი მოუკარით.
გულსართის
მომზადება: გულსართი მოამზადეთ წინასწარ (ცომის მოზელვამდე). ამისათვის საქონლისა და ღორის ხორცი ხახვთან
ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (მსხვილ ბადეში) . დაამატეთ მარილი, პილპილი,კვლიავი, დაღერღილი წიწაკა და წყალი. ფარშის კარგად გასაფუებლად
დავასხათ წყალი.
დამატებითი
რჩევები: სასურველია, ხინკალი
მოიხარშოს მარილწყალში.დიდი ზომის ფართო ქვაბში ხინკლები ჩაყარეთ ისე, რომ იყოს კუჭებით ქვემოთ, რადგან ქვაბის ძირს არ მიეკრას. ფრთხილად
ამოურიეთ ხის კოვზით, რათა ხინკლები ერთმანეთს არ შეეწებოს. 7-10 წუთის
ხარშვის შემდეგ ამოიღეთ ქაფქირით და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий