ორსულობის მე–16 (მეთექვსმეტე) კვირა
ორსულობის მე–16 (მეთექვსმეტე) კვირა – როგორ იცვლება ბავშვი
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, თუ რა სასწაულებს ახდენს შენი პატარა რეკორდსმენი: ორსულობის მე–16 (მეთექვსმეტე) კვირას იგი 11–11,5 სანტიმეტრის სიგრძისაა და 80 გრამს იწონის. წარმოიდგინე, ის დაახლოებით ავოკადოს ზომისაა. 3 კვირის მანძილზე პაწაწუნა კიდევ ერთ სასწაულს მოახდენს – მნიშვნელოვან ნახტომს გააკეთებს სიგრძეში ზრდის თვალსაზრისით და წონას გაიორმაგებს. თუმცა, ამ თემას შემდეგ უფრო დაწვრილებით შევეხებით. კისერი იმდენად არის გამაგრებული, რომ ნაყოფს უკვე შეუძლია თავის აწევა. თვალები და ყურები ძალზე ახლოსაა თავის საბოლოო ადგილმდებარეობასთან. გული ყოველდღიურად 25 ლიტრ სისხლს გადატუმბავს. მართალია, თვალები ჯერ დახუჭული აქვს, მაგრამ შეუძლია მისი გამოძრავება. ფეხებზე თანდათან ფრჩხილები ეზრდება. >>>> Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий