ორსულობის მე–17 (მეჩვიდმეტე) კვირა
ორსულობის მე–17 (მეჩვიდმეტე) კვირა – როგორ იცვლება ბავშვი
ორსულობის მე–17 (მეჩვიდმეტე) კვირაზე ნაყოფის წონა 100 გრამი, სიგრძე კი 11–12 სანტიმეტრია. ჩამოყალიბებული და განვითარებული აქვს ყველა სახსარი. ჩონჩხი გაძვალებას განაგრძობს. უმჯობესდება სმენაც. მისი პატარა ჭიპი, რომლითაც პლაცენტაზეა მიბმული, უფრო მსხვილდება და მაგრდება. ფუნქციონირებას იწყებს თირკმელები. ისინი იკავებენ თავიანთ საბოლოო ადგილმდებარეობას და იწყებენ შარდის გამოყოფას, რაც სანაყოფე წყლებს ემატება. მართალია,ნაყოფის გამომყოფ სისტემას უკვე დაწყებული აქვს ფუნქციონირება, მაგრამ მთავარ გამომყოფ ორგანოდ მაინცპლაცენტა რჩება, რომლის საბოლოო ჩამოყალიბება მე–18 კვირას მთავრდება. >>>> Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий