ორსულობის მე–19 (მეცხრამეტე) კვირა

 ორსულობის მე–19 (მეცხრამეტე) კვირა ორსულობის მე–19 (მეცხრამეტე) კვირა – როგორ იცვლება ბავშვი
წარმოიდგინე, რა სწრაფად იზრდება შენი ნამცეცა. ერთ კვირაში მისი წონა 200 გრამამდე, ხოლო სიგრძე 15 სანტიმეტრამდე გაიზარდა. კიდევ ერთი სიახლე: ხელები და ფეხები პროპორციულია როგორც ერთმანეთის, ისე სხეულის მიმართ. თირკმლები შარდის გამომუშავებას განაგრძობენ; თავი კი პატარა, ნაზი ბუსუსებით იფარება. სწორედ ორსულობის მე–19 (მეცხრამეტე) კვირას დგება ის კრიტიკული და მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც მკვეთრი ცვლილებები ხდება 5 მგრძნობელობითი ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით: ტვინი იწყებს იმ სფეროების განსაზღვრას, რომლებიც მომავალში პასუხს აგებენ: ა) ყნოსვაზე, ბ) გემოს შეგრძნებაზე, გ) სმენაზე, დ) ხედვასა და ე) შეხების აღქმაზე. თანდათან წარმოიშვება ძირითადი კბილების ჩანასახებიც, რომლებიც სარძევე კბილების ჩანასახებზე უფრო ღრმად არის განლაგებული. >>>> Read the rest of this entry »