ორსულობის მე–20 (მეოცე) კვირა
ორსულობის მე–20 (მეოცე) კვირა – როგორ იცვლება ბავშვი
ორსულობის მე–20 (მეოცე) კვირა! შენ და ნამცეცამ უკვე გზის ნახევარი განვლეთ! მითუმეტეს, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ნახევარი! ამჟამად, ორივეს ერთი ამოცანა გაქვთ –– ეს ნამცეცა გაიზარდოს და ბოლომდე ჩამოყალიბდეს.ორსულობის ამ ეტაპზე ბავშვი დაახლოებით 270 გრამს იწონის. მისი სიგრძე 14–სა და 16 სანტიმეტრს შორის მერყეობს. თუ მოხრილ ფეხებსაც გაშლის, სიგრძე 25 სანტიმეტრს მიაღწევს. იცი, კიდევ რა არის საინტერესო? თუ ადრე შენი პირმშოს გულისცემას ულტრაბგერითი სტეტოსკოპით ისმენდი, ახლა შენი ოჯახის წევრებს იმავე სიამოვნების მიღება უფრო ადვილად შეუძლიათ, თუ ბებიაქალის მარტივ მილაკს შენი მუცლის წინა კედელს მიადებენ და მიაყურადებენ. >>>> Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий